ზუსტი აზომვით ნახაზების დამზადებას, რაც თავის მხრივ აუცილებელია აღნიშნული ფართების საჯარო რეესტრში პირველადი და ცვლილებების რეგისტრაციისთვის, მისი დაყოფა- გამიჯვნისათვის, რამდენიმე ნაწილად ან რამდენიმე ფართის ერთ ფართათ გაერთიანებისათვის. გარდა ამისა, ზუსტი შიდა აზომვითი ნახაზები დაგეხმარებათ შენობა-ნაგებობის აუდიტორული შეფასებაში, მისი განკარგვის ან იპოთეკით დატვირთვის საჭიროების შემთხვევაში, მეორე პირთან ურთიერთობაში, არქიტექტურული პროექტის შეკვეთის და შენობა-ნაგებობის რემონტის შემთხვევაში, შიდა ფართის ზუსტი აზომვა უზრუნველყოფს მისი დიზაინის სწორ დაგეგვას და უძრავი ქონების იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორ შედგენას.
ტოპოგრაფიუი გეგმა წარმოადგენს ნაკვეთის გეოდეზიურ აღწერას, რომელიც აუცილებელია მშენებლობის, ინჟინრული პროექტების, კომუნიკაციების დაგეგმვისა და სხვა ტექნიკური სამუშაოებისთვის. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს სრულ სიზუსტეს და საჭირო მონაცემების მიწოდებას შემდეგი მიზნებისთვის:
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ გამიჯვნა-გაერთიანების სერვისს, რომელიც ითვალისწინებს ერთი პირის საკუთრებაში ან რამდენიმე პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის შიდა ფართობის გაყოფას რამდენიმე ნაწილად ან რამდენიმე მიწის ნაკვეთის ან შიდა ფართის გაერთიანებას ერთ ნაკვეთად ან შიდა ფართად.
მიწის ფართობის გაყოფა – გაერთიანების დროს ვუზრუნველყოფთ ნაკვეთის ზუსტ გაყოფას ან გაერთიანებას, რათა თითოეულ მხარეს მიენიჭოს საკუთარი მფლობელობის ნაწილი, შიდა ფართობის გაყოფს დროს ჩვენი სერვისის საშუალებით ხდება საცხოვრებელი თუ კომერციული ფართობის სწორად დაყოფა და ინდივიდუალური საკუთრების გამოყოფა. გაერთიანების შემთხვევაში, გაერთიანების შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთს ან შენობა-ნაგებობიების შიდა ფართებს ენიჭება გასაერთიაებელი ნაკვეთების ან შესაბამისად, შიდა ფართების მფლობელების სრული საკუთრება, მესაკუთრეების სურვილსამებრ წილობრივი მონაცემების ან კვადრატული მეტრების ზუსტი ფიქსირებით.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და
ელექტრონული ვერსია მზადდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის
(წითელი ხაზების) პირველადი ან ცვლილებების რეგისტრაციისთვის. იგი
გვაძლევს სრულ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ზუსტი გეოგრაფრაფიული
მდებარეობის, ფართობის, კონფიგურაციის, ნაკვეთზე განლაგებული
შენობა-ნაგებობების, მათი დანიშნულების, სართულიანობისა და
განაშენიანების შესახებ.
თუ გსურთ ნებისმიერი დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის კერძო
პირისგან ან აუქციონის წესით შეძენა, ასევე თქვენს საკუთრებაში
არსებულ მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, ან თვითნებურად
დაკავებული მიწის ლეგალიზაცია მოგვმართეთ დაუყოვნებლივ.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მიწის ნაკვეთების
საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას და მათი სამართლებრივი
დოკუმენტაციის წარმოებას.. სერვისი გათვლილია კერძო და კომერციული
საჭიროებების დაკმაყოფილებაზე:
დაკვალვა საჭიროა ყოველთვის, როცა რაიმე წერტილის საკადასტრო გეგმიდან , ნახაზიდან ან პროექტიდან რეალობაში გადმოტანაა საჭირო, იქნება ეს მშენებლობისთვის, ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენისთვის , გამყოფი ღობის მოწყობისთვის, მეზობელ ნაკვეთებს შორის ზედდების გასწორებისთვის, მშენებლობის რეგულაციებისთვის და ა. შ.
თუ გჭირდებათ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების (კუთხეების) მონიშვნა, მშენებლობისთვის საჭირო კონტურის დადგენა და ა. შ. მოგვმართეთ , რადგან ჩვენს მიერ დაკვალვა სრულდება სწრაფად და ხარისხიანად, მაქსიმალური სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი მოდელების გამოყენებით.
თქვენს საჭიროებებზე მორგებული არქიტექტურული მომსახურების უზრუნველსაყოფად, მიიღეთ სწრაფი, ხარისხიანი და გარანტირებული სერვისი ხელმისაწვდომ ფასად! არქიტექტურული პროექტის მომზადებასთან ერთად, გთავაზობთ პროფესიონალურ რჩევებს არქიტექტურული დიზაინის, მშენებლობის პროცედურებისა და რეგულაციების შესახებ. რატომ ავირჩიოთ ჩვენი არქიტექტურა-პროექტირების სერვისი?
რეესტრი ონ-ი თქვენი პროექტის დროულად და წარმატებით განხორციელების გარანტიაა.